Thursday, April 25, 2013


სასწავლო პროექტი
პროექტის  სახელი: სარვამარტო  ღონისძიება

ავტორი: ქეთევან  ზუმბაძე

პროექტის  მოკლე  აღწერა: მოსწავლეები საკუთარი ძალებითა   და პედაგოგების დახმარებით  ემზადებოდნენ ,რომ სარვამარტო ზეიმი მათ ცხოვრებაში მხიარულ და დაუვიწყარ მოგონებად დარჩეს.

მოსწავლეთა  ასაკი:6-15 წელი

მომზადების დრო:8-10 დღე

პროექტის შესაძლო აქტივობები: მხატვრული კითხვა, ცეკვა, სიმღერა, სკეტჩი, სპეკტაკლი.

მოსალოდნელი  შედეგი: ესთეტიკური სიამოვნების მიღება ,ჯგუფური მუშაობის დანერგვა ,საზოგადოების წინაშე გამოსვლის ჩვევის გამომუშავება, შემოქმედებითი უნარის გააქტიურება.
სარგებელი სხვისთვის:  სიამოვნების მინიჭება საზოგადოებისთვის: მშობლები, პედაგოგები.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან კავშირი: ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა.

ხელოვნება: ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნილი ხელოვნების ნიმუშით , ნახატებით, ყვავილებით. ნაქარგებით აფორმებენ სცენას, საკუთარს  სამოსს, რაც ხელს უწყობს ღონისძიების ვიზუალურ მხარეს.

მუსიკა: ღონისძიების წარმატებით ჩატარებისათვის აუცილებელია მუსიკალური გაფორმება, რომელიც მიიღწევა როგორც მუსიკალური ინსტრუმენტების საშუალებით, ასევე ისტ-ის გამოყენებით.

No comments:

Post a Comment